ბარბარა გასერი
რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელი ბარბარა გასერი 2011 წლიდან გახლავთ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წევრი, ასევე „ოქროს გლობუსის“ ჟიურის წევრი. 2012-2016 წლებში ბარბარა გასერი იყო ლოს-ანჟელესის პრესკლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი. ბარბარა გასერი გახლავთ ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) ჟურნალისტიკის, მასობრივი კომუნიკაციისა და პოლიტოლოგიის მაგისტრის ხარისხის მფლობელი. ჟურნალისტური კარიერის დაწყებამდე გასერი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში. ჟურნალისტიკის გარდა, ბარბარა გასერი ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაშიც. იგი გახლავთ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.