ელია ფარსადანიშვილი
elia.pharsadan@gmail.com დაამთავრა საერთაშორისო უნივერსიტეტი - მასკი, (ხელოვნების ფაკულტეტი)კინო-საოპერატორო სპეციალობით. 2018 წელს იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში FIAF FILM RESTORATION SUMMER SCHOOL https://www.immagineritrovata.it/ გაიარა ფერის კორექციისა და ფილმის რესტავრაციის კურსები. დაესწრო არაერთ მასტერკლასს. ელია ფარსადანიშვილი მონაწილეობდა სტერეოსკოპული ფილმების ფესტივალში, სადაც 2013 წელს მისმა 3D სტერეო ფილმმა მე -6, ხოლო 2016 წელს 1 ადგილი დაიკავა. 2019 წელს აქტიურად იყო ჩართული Univesal Picture - ის მიერ წარმოებული ფილმის - „ Fast & Furious 9“ გადაღებებში. გავლილი აქვს მასტერკლასები შემდეგ თემატიკებზე: კინო განათება, კინო კამერები (სონი, პანასონიკი, ქენონი, ფუჯინონი, რედი და არი ალექსა) და ლინზები. ამჟამად ელიას კინოსტუდიაში - “ქართული ფილმი” უკავია მონტაჟის, ფილმის რესტავრაციისა და ფერის კორექციის სპეციალისტის თანამდებობა.