რეგლამენტი

მთავარი
მესტიის მოკლმეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების პოპულარიზაციის და ქართველ და უცხოელ კინომწარმოებლების შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ქ. მესტიაში სექტემბრის მეორე ნახევარში ტარდება „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების 1 საერთაშორისო კინოფესტივალი“.

ფესტივალ თავის შინაარსით არის კულტურულ შემეცნებითი ღონისძიება

ფესტივალის ორგანიზატორები
მესტიია მოკლემტრაჟიანი და მთის ფილმების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და ფიზიკური პირი, კინორეჟისორი და პროდიუსერი-ხათუნა ხუნდაძე. დამფუძნებლები ირჩევენ ფესტივალის დირექტორს, ადგენენ საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამას, არჩევენ საპატიო სტუმრებს და შეიმუშავებენ ფესტივალის სტრატეგიას.
ფესტივალის პროგრამა
ფესტივალის პროგრამა შედგება:
– მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
– მთის ფილმების (სრულმეტრაჟიანი) საკონკურსო სექცია
– რეტროსპექტიული ჩვენება
– სპეციალური სექცია
ფილმის წარდგენა და ვადები

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის შევსებული ფორმა, ფილმის კოპიოსთან ერთად უნდა წარუდგინონ „მესტიის მოკლმეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის“ დირექციას, არაუგვიანეს 25 ივლისისა. ფილმების შერჩევას ახორციელებს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის დირექცია და შერჩევის პროცესი დასრულდება 1 აგვისტოსთვის.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს, რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში და გადაღებულია 2017 წლიდან დღემდე.
ფესტივალზე საჩვენებელი ფილმების პროგრამას განსაზღვრავს „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის“ დირექცია. ყოველი ფილმი შეიძლება ნაჩვენები იყოს ფესტივალზე არაუმეტეს 3 ჩვენებისა, 2 საფესტივალო და პრესისათვის განკუთვნილი 1 დამატებითი ჩვენებების ჩათვლით.
საკონკურსო ფილმების ფორმატი და ქრონომეტრაჟი
საკონკურსო ჩვენებაში (როგორც მთის, ისე მოკლემეტრაჟიანი კონკურსი), მონაწილეობას იღებს კინოფესტივალის ჩატარების თარიღამდე მაქსიმუმ 4 წლის პერიოდში დასრულებული ფილმები.
საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში მონაწილეობას იღებს 20 მოკლმეტრაჟინი (როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური) და მთის თემატიკის 5 სრულმეტრაჟიანი ფილმი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ქრონომეტრაჟი 30 წუთამდე, სრულმეტრაჟიანი ფილმების ქრონომეტრაჟი 52 წუთიდან ზემოთ.
ჩვენების ფორმატი – ციფრული ვერსია.
მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება ხდება ციფრული ვერსიებით (DCP,Blu-ray) ინგლისურ ენოვანი სუბტიტრებით და ქართული სუბტიტრით.
ყველა პირობა და ვადა მკაცრადაა დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია იტოვებს უფლებას გამორიცხოს ფილმი კინოფესტივალის პროგრამიდან.
დოკუმენტაცია
მესტიის მოკლმეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ადმინისტრაციას შევსებული აპლიკაციის ფურცელი უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 25 ივლისისა. ფესტივალში მონაწილეობის შეტყობინებას თან უნდა ახლდეს რიგი დოკუმენტებისა: სუბტიტრები ინგლისურად, სარეკლამო და პრეს მასალები, მასალები კატალოგისათვის (ინფორმაცია ფილმის ავტორებზე, კინოფილმის ფოტოები და რეჟისორის ფოტო). სელექტორებისთვის ფილმი ატვირთული უნდა იქნას რომელიმე ინტერნეტ პლათფორმაზე კოდით. როგორციაა vimeo
სტუმრები
ფესტივალზე სტუმრების დაპატიჟების პირობებსა და ვადებს წყვეტს მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექცია. საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას იღებს საკონკურსო ფილმის 1 ან 2 წარმომადგენელი. კინოფესტივალის დირექცია თავის თავზე იღებს საკონკურსო ფილმის ორივე წარმომადგენლის მგზავრობას საქართველოს ტერიტორიაზე და სასტუმროს ხარჯებს კინოფესტივალის განმავლობაში. სხვა სტუმრების დასწრების პირობებს კინოფესტივალის დირექცია უზრუნველჰყოფს პერსონალური მოწვევით.
ჟიური
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საკონკურსო სექციას აფასებს ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით, მათ შორის მაქსიმუმ ორი წარმომადგენელი საქართველოდან.
კინოფესტივალის დირექცია თავის თავზე იღებს ძირითადი ჟიურის ყოველი წევრის ფესტივალზე დასწრების ხარჯებს (ტრანსპორტირება, სასტუმრო). ჟიურის შემადგენლობაში არ შეიძლება შევიდნენ ის პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საკონკურსო ფილმების შექმნაში ან ფილმების კომერციულ გაქირავებაში.
პრიზი
მესტიის მოკლმეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმებს შეაფასებს 5 კაციანი საერთაშორისო ჟიური და დააწესებს შემდეგ პრიზებს:
• მთის ფილმების საერთაშორისო კონკურსი – მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზი.
• მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი –
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
ორივე სექციაში ერთად გაიცემა განსაკუთრებული პრიზები
საუკეთესო კინოკომპოზიტორი
საუკეთესო კინომხატვარი
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ მეფის 46
მესტია
საქართველო
ვებგვერდი: www.mestiaff.ge
ფესტივალის ელექტრონული ფოსტა: info@mestiaff.ge
ტელ: +5995555902223