ბარბარა გასერი
რამდენიმე ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელი ბარბარა გასერი 2011 წლიდან გახლავთ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წევრი, ასევე „ოქროს გლობუსის“ ჟიურის წევრი. 2012-2016 წლებში ბარბარა გასერი იყო ლოს-ანჟელესის პრესკლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი. ბარბარა გასერი გახლავთ ვენის უნივერსიტეტის (ავსტრია) ჟურნალისტიკის, მასობრივი კომუნიკაციისა და პოლიტოლოგიის მაგისტრის ხარისხის მფლობელი. ჟურნალისტური კარიერის დაწყებამდე გასერი 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში. ჟურნალისტიკის გარდა, ბარბარა გასერი ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაშიც. იგი გახლავთ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2021 წლიდან ბარბარა გასერი არის ჰოლივუდის უცხოენოვანი პრესის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი.