ხათუნა ხუნდაძე
ხათუნა ხუნდაძე არის ქართველი კინორეჟისორი თბილისიდან. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ( ექიმი პედიატრი) სწავლა გააგრძელა გერმანიაში , შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკა /ქანდაკების განხრით და დაამთავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით. ლუდვიგსბურგის კულტურის მენეჯმენტის ინსტიტუტში მიღებული განათლების (სემინარ ბაზისზე) შემდეგ მუშაობა განაგრძო როგორც გამოფენების კურატორმა და ივენტ მენეჯერმა, პარალელურად მუშაობდა როგორც თავისუფალი ხელოვანი და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა გამოფენებში. შტუტგარტში დაარსა არაპროფესიონალ მხატვართა გალერეა და კურირებდა უსახლკარო ხელოვანებს. 2012 წლის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში, კულტურის მინისტრის მოადგილის რანგში, 2013წლიდან კურირებდა საერთაშორისო ურთიერთობების და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტს ამავე სამინისტროში. 2012 წლიდან პარალელურ რეჟიმში სწავლა გააგრძელა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ხათუნა ხუნდაძეს გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმები და ამჟამად მუშაობს ქართველი კლასიკოსი რეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის, სრულმეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერად. არის 70 - მდე წიგნის შემდგენელი. ხათუნა ხუნდაძე ცხოვრობს და მუშაობს მშობლიურ ქალაქ თბილისში.