მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
მოკლედ ფესტივალის და დამფუძნებლების შესახებ მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები არიან ააიპ „ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი“ და ფიზიკური პირი, რეჟისორი და პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე. კავკასიონის ქედის გასწვრივ გაჭიმულ, მთა-გორიან საქართველოში ეს პირველი ფესტივალია, სადაც მთის თემატიკის სრულმეტრაჟიანი ფილმები იქნება ნაჩვენები. არც მოკლეტრაჟიანი ფილმების ფესტივალების სიუხვით გამოირჩევა საქართველო და ეს ყველაფერი ერთად არის მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალში გაერთიანებული. ფესტივალი 4 სექციად გაიმართება, 1.მოკლემტრაჟინი ფილმების საერთაშორისო სექცია 2. მთის ფილმების (სრულმეტრაჟიანი) საერთაშორისო სექცია 3. ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა 4. სპეციალური სექცია ქართული ფილმები განსაკუთრებული კინომუსიკით გამოირჩეოდნენ. დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ფესტივალზე დაწესებული იქნება განსაკუთრებული პრიზი საუკეთესო კინომუსიკისთვის. არც თუ ისე ბევრი კინოფესტივალია, სადაც კინომხატვრები სპეციალური პრიზს იღებენ. მესტიიის კინოფესტივალი კი საუკეთესო კინომხატვრობისთვისაც დააწესებს სპეციალურ პრიზს. საფესტივალო სივრცე „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დარბაზი 180 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო შენობის ვერანდა, 500 კაცამდე სტუმრის მიღების საშუალებას გვაძლევს. ვერანდიდან ხედი კი ნამდვილად მოგანდომებთ მთის თემატიკის ფილმების გადაღებას. ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე მესტია 2021 წელს პირველად უმასპინძლებს კინოფესტივალის სტუმრებს, როგორც პროფესიონალ კინომწარმოებლებს, ასევე კინოს მოყვარულებს.