ემილის ველივის
ემილის ველივისი, განათლებით მხატვარი/ფერმწერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერია ლიეტუვაში. სწავლობდა ვილნიუსის და ვარშავის სამხატვრო აკადემიებში. 2002 წელს დაამთავრა ვილნიუსის სამხატვრო აკადემია მაგისტრის ხარისხით. 2003 წელს გაემგზავრა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, სადაც სხვადასხვა პროექტში იღებდა მონაწილეობას. სწორედ გერმანიაში გადაიღო მან თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ლიტველები ევროკავშირში“. პარალელურად მუშაობდა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე. ფილმმა „ზერო“, რომლის გადაღებაც 2006 წელს დასრულდა, ეკრანებზე გამოსვლის დღიდან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მას მოჰყვა „ზერო 2“, „ზერო 3“ და ბევრი სხვა არანაკლებ საინტერესო მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. მის მიერ მოპოვებულ ეროვნულ და საერთაშორისო პრიზებს შორისაა: ● დეტექტიური ფილმების და სატელევიზიო პროგრამების საერთაშორისო ფესტივალი, ფილმი „გადამისამართება“; ● პრიზი საუკეთესო დრამისთვის (ფილმი „გადამისამართება“), ეროვნული კინოაკადემიის ჯილდო (გაერთიანებული სამეფო); 2007 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა კინოკომპანია „კულტ კინო“, რომელიც დღეს ერთ-ერთი წარმატებული კომპანია ლიეტუვაში. ემილის ველივის ცხოვრობს და მოღვაწეობა ვილნიუსში.