ფესტივალის საპატიო სტუმარი – ლეგენდარული – რაინჰოლდ მესნერი.
მთაზე ასვლა - თავისუფლებაა. თავისუფლება, როდესაც ყველა წესს და საზღვარს ამსხვრევ; როდესაც რისკავ, რათა შეიგრძნო რაღაც ახალი; გაიგო, რა არის ნამდვილი ადამიანის ბუნება; დაძლიო ის ადამიანური შიშები, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობ ყოველდღიურობაში.
მეცნიერები და მთამსვლელები მიიჩნევდნენ, რომ 8000 მეტრის სიმაღლეზე უჟანგბადოდ ასვლა სიგიჟეა - ეს დაღუპვის ტოლფასია.
დაე, ვიყო გიჟი - მე არ ავდიოდი დასაღუპად, მე ავდიოდი, რათა მეცოცხლა.
ამ სიტყვებს მხოლოდ მთებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი თუ იტყოდა; ადამიანი, რომელსაც მთები იმდენად ენდნენ, რომ 30 წლის განმავლობაში 3500-ჯერ წარმატებით აუშვეს თავიანთ მწვერვალებზე.
რაინჰოლდ მესნერი - ლეგენდარული მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო დედამიწის თოთხმეტივე რვაათასმეტრიანი მწვერვალი, გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია; ტიბეტის, გობის და თაკლა მაკანის უდაბნოები…
და წელს რაინჰოლდ მესნერი კავკასიონისკენ მოემართება ჩვენი, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალისკენ, როგორც მთავარი საპატიო სტუმარი, როგორც მთის ფილმების რეჟისორი და როგორც ოსტატი.
23/27 ივლისის ჩათვლით ლეგენდარულ რაინჰოლდ მესნერს მესტია უმასპინძლებს.
24 ივლისს ფესტივალის და მესტიის სტუმრებს გიწვევთ რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასზე